ყვითელი ამბები

„ძალიან მინდა მეორედ შევქმნა ოჯახი, შვილები გავაჩინო...“ – ნინი ბადურაშვილის აღიარება

ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. საზოგადოება ბადურაშვილებისა და კახიანების ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობს.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მომღერალი ნინი ბადურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახი მეორედაც შექმნას, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შემდეგ განშორება არ მოუწევს. ამასთან დაკავშირებით მომღერალმა „ფორტუნასთან“ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

ნინი ბადურაშვილი ამბობს, რომ როდესაც მეუღლეები შორდებიან, ეს ბავშვისთვისაც დიდი სტრესია.

„ძალიან მინდა შევქმნა მეორე ოჯახი. ჯერ არავინ შემყვარებია და არ ვფიქრობ, რომ მას უნდა დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. ყველამ იცის, რომ ერთხელ გავთხოვდი და გავშორდი. მეორედ აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. მინდა შვილები გავაჩინო“, – განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

ეკრანული და ბევრისთვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე გამოიყურება, არამედ ყოველდღიურობაშიც. ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა, მის ირგვლივ კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. ბადურაშვილი ბიზნესმენ მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება არ წყდება.