მთვარის კალენდარი: 18 სექტემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

18 სექტემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

ვენერა ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე რომანტიკულ ურთიერთობებს, დასვენებას და კონტაქტებს.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

ახალმთვარეობა 17 სექტემბერს და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

რეკომენდებულია მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად, ბიზნეს–საქმიანობა, სპონსორების ძებნა საკუთარი ბიზნეს–პროექტებისთვის, განათლებასთან დაკავშირებით ყველანაირი მცდელობა, მგზავრობა.

არარეკომენდებულია ახალი საქმის დაწყება.

თმის შეჭრა, შეღებვა:კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთ და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.