ბავშვის სიჯიუტის დონე წარმატების განმსაზღვრელია: ცნობილია 40 წლიანი კვლევის შედეგი

ბრიტანელმა მეცნიერებმა 12 წლის ბავშვები შეარჩიეს და 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ, რის შემდეგაც საინტერესო დასკვნა გააკეთეს
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. ჯიუტი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებული ადამიანები, ასეთია ბრიტანელი მეცნიერების 40 წლიანი კვლევის შედეგი, რის თაობაზეც The Independent-ი წერს.

ორი და მეტი: როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვის გონებრივი მონაცემები

სპეციალისტებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან 12 წლის ბავშვების ჯგუფზე ფსიქოლოგიური ტესტების სერია ჩაატარეს, რის შემდეგაც რეგულარულად უკავშირდებოდნენ მათ, იგებდნენ ახალ ინფორმაციას მათი წარმატებების შესახებ სწავლასა და სამუშაოზე.

„ბავშვები, რომლებიც ხშირად არღვევენ წესებს და უფროსებს ეწინააღმდეგებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ და მეტ თანხასაც იღებენ“, — წერს გამოცემა.

თავდაპირველად მკვლევარები გეგმავდნენ გამოერკვიათ, როგორ მოქმედებს მოზარდ თაობაზე მშობლების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ იყო ის, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ბავშვების მომავალზე.

პროექტის ავტორების განმარტებით, ექსპერიმენტის ის მონაწილენი, რომლებიც მოზარდობისას ძალზე ჯიუტები იყვნენ და მშობლებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, მოგვიანებით უფრო წარმატებულნი აღმოჩნდნენ კარიერასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.