ხელვაჩაურში კორონავირუსი საჯარო მოხელეებს დაუდასტურდა

აჭარა ქვეყანაში ყველაზე ცხელი ეპიდემიოლოგიური წერტილია, ყოველდღე ამ რეგიონში სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში ხელვაჩაურის მერის მოადგილეს კახაბერ ფუტკარაძეს და საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროს ნატო შერვაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში რესტორნების დახურვის საკითხი შეიძლება დადგეს >>

ხელვაჩაურის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. როგორც აღინიშნა, ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა და ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა. ინფიცირებულები კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან უმრავლესობა - 126 - აჭარაში.

სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 2937 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1422, გარდაიცვალა 19 პაციენტი.