ყვითელი ამბები

„მშობელმა რა ქნას?“ – თიკა ფაცაცია გამოუვალ სიტუაციაშია

ცნობილი ტელეწამყვანი გამოუვალ მდგომარეობაშია და განათლების სამინისტროს მიმართავს. ნახეთ რა დაემართა თიკა ფაცაციას.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოცილური ქსელის საშუალებით განათლების სამინისტროს მიმართავს და პასუხს სთხოვს, როგორ მოიქცნენ დედები, რომლებიც მუშაობენ და რამდენიმე შვილი ჰყავთ და ამ დროს ყველა შვილი ონლაინ–სწავლებზეა.

ტელეწამყვანი წერს, რომ მისი ორი შვილი სკოლის მოსწავლეა, ხოლო უფროსი – სტუდენტი, და რომ მათ, წესით, სათითაო კომპიუტერი, ოთახი და დამხმარე სჭირდებათ.

„ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს... როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა? მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს? მაინტერესებს რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს?“ – წერს თიკა ფაცაცია.

თიკა ფაცაცია ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე მასზე წლებით უფროსია და ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს. ცნობილი სელებრითი აღნიშნავს, რომ მისი მოტივატორი ბიზნესმენი მეუღლე დავით ანთელიძეა.

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. აქტიური ტელეწამყვანი 38 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი გადაღებები და გადატვირთული ცხოვრება აქვს, საკუთარი ფორმების შენარჩუნებაზე ზრუნავს. წლებია ვარჯიშით, იოგით არის დაკავებული.

თიკა ფაცაცია თანატოლ ქალბატონებს შორის დიდ ინტერესს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ დახვეწილი საუბრითა და მანერებით იქცევს. მის მიერ გამოქვეყნებული სურათები სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს.