ყვითელი ამბები

„მადლობა...“ – ნახეთ რა აჩუქა ნინი ბადურაშვილმა ნინო ნადირაძეს

ცნობილ ექიმს მეგობარმა ნინი ბადურაშვილმა საოცნებო საჩუქარი გაუკეთა. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე.
Sputnik

ცნობილი ექიმი ნინო ნადირაძე და მომღერალი ნინი ბადურაშვილი გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანები არიან. ქალები მეგობრობენ და, როგორც ჩანს, საჩუქრებითაც ანებივრებენ ერთმანეთს. ამჯერად ცნობილი ექიმი ნინი ბადურაშვილის ნაჩუქარი კაბით იწონებს თავს და სოციალური ქსელით ბადურაშვილს მადლობას უხდის.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია.

ნინო ნადირაძეს კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.