ყვითელი ამბები

მაია ასათიანი დაინიშნა? – ტელეწამყვანი ფოტოს აქვეყნებს

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ურთიერთობას აღარ მალავს.
Sputnik

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

ცოტა ხნის წინ კი მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტო დადო, სადაც, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთადაა. რამდენიმე დღის წინ კი ტელეწამყვანმა „სთორიზე“ ნიშნობის ბეჭდის ფოტოც დადო. უცნობია მაია ასათიანი დაინიშნა, თუ კონკრეტული საიუველირო მაღაზიის რეკლამას ემსახურება მისი ფოტო.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.