გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის

ვიღაცის პიკნიკმა და დაუდევრობამ რთულად მისადგომ ადგილას ტყის ხანძარი გამოიწვია - მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა ხელით უწევთ
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძარია, იუწყება პირველი არხი.

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა.

„ვიღაცამ იქეიფა და ფოერვერკები გაუშვა. ჩავარდა სადღაც, ბუჩქნარს მოეკიდა და იქიდან გადავიდა ცეცხლი“,- განაცხადა მძინარაშვილმა.

ტელეარხის მონაცემებით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, მაგრამ რთული რელიეფის და ცუდი ხილვადობის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა ხელით უწევთ.