დენის დარტყმის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, მუშები ელექტროგადამცემ ბოძებზე მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც ორ მათგანს დენმა დაარტყა.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, მუშები ელექტროგადამცემ ბოძებზე სადენებს ჭიმავდნენ, რა დროსაც ორ მათგანს დენმა დაარტყა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.