მსოფლიო დღეს

Gam-COVID-Vac: ბელარუსში რუსული ვაქცინის კვლევა ჩატარდება

მანამდე მინსკი და მოსკოვი რუსული ვაქცინა Sputnik V-ს ტესტირების მესამე ფაზაში ბელარუსის მონაწილეობაზე შეთანხმდნენ.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის კლინიკური კვლევების ჩასატარებლად დოკუმენტების პაკეტი მიიღო, წერს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური Telegram-არხზე.

აკრძალულია ორსულობა: რუსული ვაქცინის ტესტირების მონაწილეებს რეკომენდაციები მისცეს

ამ დროისათვის მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა. ექსპერტთა ჯგუფში შედიან საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრის“ თანამშრომლები და ასევე ეპიდემიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სფეროს სპეციალისტები. მათ პრეპარატის „ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ სანდო მონაცემების მიღების შესაძლებლობა“ უნდა შეაფასონ და ამასთან განიხილონ ტესტირებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები.

„ვაქცინის გამოცდა ორმაგ ბრმა პლაცებო–კონტროლირებად დიზაინში იგეგმება. აღნიშნული გამოცდა იქნება ნაწილი ფართომასშტაბიანი კვლევისა Gam-COVID-Vac, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტარდება“, — ნათქვამია რელიზში.

ბელარუსულ ტესტებში ასამდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. კვლევაში ჩართვის მსურველებს განაცხადების შეტანა მინსკისა და ვიტებსკის საკვლევ სივრცეებად შერჩეული რვა ორგანიზაციის საიტებზე შეუძლიათ.

მანამდე მინსკი და მოსკოვი რუსული ვაქცინა Sputnik V-ს ტესტირების მესამე ფაზაში ბელარუსის მონაწილეობაზე შეთანხმდნენ.

პირველი ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას მიიღებს, ბელარუსი იქნება>>

აგვისტოში რუსეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა სახელწოდებით Sputnik V, რომელიც გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად.

კლინიკური გამოცდებისას პრეპარატმა კვლევის მონაწილეების 100 პროცენტს ჩამოუყალიბა მდგრადი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხი და ამავდროულად არ გამოუწვევია არანაირი არასასურველი რეაქცია არც ერთი კრიტერიუმით.

ამასთან, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა აცრილ მოხალისეებში 1,4–1,5-ჯერ აღემატებოდა COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების ორგანიზმში არსებულს.