გარდაბნის აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძარი გაჩნდა – ვიდეო

გარდაბანში მდებარე აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

წინასწარი ინფორმაციით, გარდაბნის აზერბაიჯანულ სკოლაში ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. აალება ოთხშაბათს, დილით დაიწყო. მოხდა შენობის ევაკუაცია, სასწავლო პროცესი შეწყდა. ადგილზე მივიდნენ პოლიცია და მეხანძრეები.

რამდენიმე საათის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, დაშავებულები არ არიან. სკოლის შენობა ხანძარმა მნიშნელოვნად დააზიანა.