რუსეთი: უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლა მარტივდება

რუსეთის ვიზის მიღების გამარტივებული პროცედურა ვრცელდება უცხოელებზე, რომელთაც რუსეთში ახლო ნათესავები ჰყავთ
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. რუსეთი უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლის ახალ წესებს ადგენს, იუწყება РИА Новости.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, უცხოელები, რომელთაც ჰყავთ რუსეთის მოქალაქე ნათესავები, ვიზის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ.

მისი თქმით, ასეთ ნათესავებად მიიჩნევიან მეუღლეები, მშობლები, შვილები, ძმები, დები, ბებიები, ბაბუები, შვილიშვილები.

„ასეთი ნათესავები შეძლებენ გრძელვადიანი კერძო ვიზების მიღებას ერთ წლამდე მოქმედების ვადით და ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე“, - განმარტა პრემიერმა.

გარდა ამისა, კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომლის გამოც უცხოელებს ყოველ სამ თვეში ერთხელ ქვეყნის საზღვრის დატოვება უწევდათ, რათა ვიზის მიღების უფლება შეენარჩუნებინათ.