„რთველი 2020“: ფერმერები ყოველდღიურად 10 ათას ტონამდე ყურძენს აბარებენ

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.
Sputnik

თბილისი, 16 სეტემბერი – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში 60 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

16 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 42 ათასი ტონა „რქაწითელი“, 11 ათასი ტონა „საფერავი“, 1,4 ათასი ტონა “კახური მწვანე“ და დანარჩენი – სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. 

საქართველოს პრეზიდენტმა წლევანდელ რთველში თავისი წვლილი შეიტანა

„ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-50 დიდი და საშუალო ღვინის კომპანია“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 260 დიდი და საშუალო კომპანია.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.