მდიდრები მოედანზე: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები Forbes-ის ვერსიით

Sputnik

გამოცემის თანახმად, წელს მესიმ 126 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. არგენტინელის შემოსავლის დიდი ნაწილი – 92 მლნ შეადგინა ხელფასმა ესპანურ კლუბში, დანარჩენი 34 მილიონი მან სარეკლამო კონტრაქტებიდან მიიღო.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულში წელს ასევე შევიდნენ მოჰამედ სალაჰი, პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი, გარეტ ბეილი, რობერტ ლევანდოვსკი და დევიდ დე ხეა.

 

1 / 10
არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელობას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი რეიტინგის სათავეში მოხვდა
2 / 10
მეორე ადგილზე პორუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელმა წელს 117$ მილიონი გამოიმუშავა
3 / 10
მესამე პოზიციაზე ბრაზილიელი ნეიმარი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმაც 96$ მილიონი შეადგინა
4 / 10
მეოთხე ადგილზეა კილიან მბაპე 42$ მილიონით
5 / 10
„ლივერპულელი“ მოჰამედ სალაჰი მეხუთე ადგილზეა 37$ მილიონით
6 / 10
ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სიაში მეექსვე ადგილი მოიპოვა 34$ მილიონით
7 / 10
ანტუან გრიზმანმა წელს 33$ მილიონი გამოიმუშავა და რეიტინგში მე-7 ადგილი მოიპოვა
8 / 10
გარეტ ბეილის წლევანდელმა შემოსავლებმა 29$ მილიონი შეადგინა, ის მერვე ადგილს იკავებს
9 / 10
რეიტინგში მეცხრე ადგილი ერგო „ბავარიის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის, 28$ მილიონი
10 / 10
რეიტინგის ბოლო ადგილს კი იკავებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა, მისმა წლევანდელმა შემოსავლებმა 27$ მილიონი შეადგინა