ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას მოკრძალებული დაბადების დღე და ქალიშვილის გულისამაჩუყებელი მილოცვა – ვიდეო

პანდემიის გამო ქეთა თოფურიამ დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა გადადო. ქალიშვილისგან კი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღო. გოგონამ დედას ლექსი მიუძღვნა, რომელიც თავად შექმნა. უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.
Sputnik

ულტრამოდურ და ტენდენციების მიმდევარ ვარსკვლავს 34 წელი შეუსრულდა. იუბილემ მოკრძალებულად ჩაიარა. ქეთამ გრანდიოზული წვეულება გადადო და ოჯახის ვიწრო წრით შემოიფარგლა. მომღერალმა სოციალურ ქსელში ქალიშვილი ოლივიას ვიდეო გამოაქვეყნა. ემოციური მილოცვა დედას და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები – ეს არის ქეთასთვის გამორჩეულად ძვირფასი საჩუქარი. გოგონა ლექსის ნაწილს სიმღერით ასრულებს. ოლივიას მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, პატარა ოლივია პოეტური ნიჭითა და ვოკალური მონაცემებით არის დაჯილდოებული.

მოკაშკაშე ვარსკვლავი სკანდალების ეპიცენტრშია. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში აჟიოტაჟს იწვევს.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.