მსოფლიო დღეს

რიგით 99-ე: იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იოსიჰიდე სუგა იაპონიის 99-ე პრემიერ-მინისტრია, რომელიც მალე გამოაცხადებს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრის შედეგები გამოაცხადა — ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა გახდა.

​სუგას 240 აღიარებული ბიულეტენიდან 142-ის მხარდაჭერა ერგო და საკვანძო ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის შემდეგ ის პრემიერად მრჩეველთა პალატამაც აირჩია.

იოსიჰიდე სუგა იაპონიის 99-ე პრემიერ-მინისტრია, რომელიც მალე გამოაცხადებს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ ახალ კაბინეტს იაპონიის იმპერატორი დაამტკიცებს და ის უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბებულად მიიჩნევა.

იოსიჰიდე სუგას უკვე მიულოცეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.