ყვითელი ამბები

„ეს რა გამიკეთე...“ – ია ფარულავა სალომე გოგიაშვილის „მსხვერპლი“ გახდა – ვიდეო

სოციალურ ქსელში ია ფარულავამ ყოფილ ტელეწამყვანს მიმართა. ნახეთ რა მოხდა მათ შორის და რამ გამოიწვია ია ფარულავას გაკვირვება.
Sputnik

პანდემიის დროს სელებრითები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. მათი მეშვეობით უამრავი ადამიანი პოზიტიურ განწყობაზეა. ცნობილი სახეები ვიდეორგოლებს TikTok-ის საშუალებით აქვეყნებენ.

სალომე გოგიაშვილმა სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერა. ამ პერიოდის მანძილზე პოზიტიური გმირების განსახიერების გამო სალომეს „ფოლოვერების“ რაოდენობა მკვეთრად მოემატა. თაყვანისმცემლები თავად სთხოვენ ამა თუ იმ პოპულარული ვიდეოს რესპონდენტის იმიჯის მორგებას. აშკარაა, რომ ტელესახეს ეს საუკეთესოდ გამოსდის.

ამჯერად სალომეს მორიგი „მსხვერპლი“ ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა გახდა, რომელიც ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორებზე“ ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. სწორედ ია ფარუალავას ასახიერებს სალომე გოგიაშვილი იმ სიტუაციაში, როდესაც მას სალონში დავარცხნილი თმა ასისტენტმა დაუშალა.

„სალომე, რა გამიკეთე ეს“ – ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ვიდეოს და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ განათავსა. როგორც ჩანს, ვიდეოთი მსახიობმაც იხალისა.