ცნობილ ქართველ მსახიობს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ

გურგულიამ სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ორფეოსის სიკვდილი“, „კაცი საელჩოდან“ და „გასეირნება ყარაბაღში“
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი გურგულია მეუღლემ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, იუწყება ტელეარხი Formula.

ოჯახური ტირანებისთვის ელექტრონული სამაჯურები მოქმედებაშია: ვინ იყო პირველი

პროკურატურამ მსახიობს ბრალი უკვე წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.

თუმცა არც თბილისის საქალაქო სასამართლომ, არც სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გურგულია 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავად მსახიობი ბრალს აღიარებს. მსახიობი არ უარყოფს, რომ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, მისი თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, „ფეისბუკზე“ რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ.

მსახიობის ადვოკატის, გიორგი ბეგიაშვილის თქმით, გურგულიას წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს. წინასწარი მოსმენა საქმეზე ოთხშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ ის 30 სექტემბრისთვის გადაიდო.