მსოფლიო დღეს

სოცქსელები იყინება: მსოფლიო ვარსკვლავებმა Facebook-სა და Instagram-ს ბოიკოტი გამოუცხადეს

მანამდე ბოიკოტს ათასზე მეტი კომპანია შეერთდა, მათ შორის – Coca-Cola, PepsiCo, Starbucks, Volkswagen და სხვები, თუმცა მოგვიანებით კომპანიების უმეტესობამ ბოიკოტი შეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს ცნობილმა ადამიანებმა დღეს სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Instagram-ში საკუთარი აკაუნტები „გაყინეს“ კომპანია „ფეისბუქის“ მიერ გამოცხადებული სარეკლამო ბოიკოტის ფარგლებში, რომელიც „სიძულვილის, ძალადობისა და რასიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.

 

მანამდე ასოციაცია NAACP-ს, უფლებადამცველი ორგანიზაცია Color of Change-ის, აშშ-ის ლიგა ADL-ისა და სხვა უფლებადამცველების მოწოდებას ბიზნესისადმი, შეეწყვიტათ რეკლამის განთავსება Facebook-ზე, რათა ამ გზით გამოეხატათ პროტესტი „სიძულვილის, ძალადობისა და რასიზმის პუბლიკაციებისადმი“, ათასზე მეტი კომპანია შეერთდა, მათ შორის – Coca-Cola, PepsiCo, Starbucks, Volkswagen და სხვები. თუმცა მოგვიანებით კომპანიების უმეტესობამ ბოიკოტი შეწყვიტა.

იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს აცხადებენ სოციალურ ქსელებში ბოიკოტს, არიან ლეონარდო დიკაპრიო, ეშტონ კეტჩერი, კეტი პერი, ნაომი კემპბელი, კეიტ ჰადსონი, სარა სილვერმანი და კიმ კარდაშიანი.

„მე Instagram-ისა და Facebook-ის მომხმარებელი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ეს სიკეთის ძალა იყოს და არა სიძულვილის, ძალადობისა და დეზინფორმაციისა. გთხოვთ შემომიერთდეთ და არაფერი გამოაქვეყნოთ 24 საათის განმავლობაში 16 სექტემბერს“, — წერს Instagram-ზე დიკაპრიო.

მსგავსი პოსტები გაჩნდა სხვა ვარსკვლავების აკაუნტებზეც, რომლებსაც ჰეშთეგები #StopHateforProfit და #Instafreeze აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ცნობილი ადამიანების გვერდებს სოციალურ ქსელებში მილიონობით ხელმომწერი ჰყავს. მაგალითად, კიმ კარდაშიანის გვერდს თვალყურს 188 მლნ იუზერი ადევნებს. კეტი პერის — 107 მილიონი, ხოლო ლეონარდო დიკაპრიოს — 46 მილიონი.