COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო არ გამორიცხავს: COVID-19-ის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები შეიძლება დაბრუნდეს

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, რეაგირების ზომების თაობაზე რეკომენდაციები ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე განახლდება.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ სადმე მსოფლიოში კვლავ საჭირო გახდეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მასშტაბური ღონისძიებების დაბრუნება, იუწყება РИА Новости ჯანმოს წარმომადგენელ მელიტა ვიუნოვიჩზე დაყრდნობით.

ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ... კრიტერიუმები განსაზღვრულია
„შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ სადღაც კიდევ უფრო მასშტაბური ზომების გატარება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს ვირუსის გადატანის სცენარზე იქნება დამოკიდებული“, — განაცხადა ვუინოვიჩმა ტელეარხ Россия 24-ის ეთერში.

მისი თქმით, ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზეა დამოკიდებული, ხოლო რეაგირების ზომების თაობაზე რეკომენდაციები ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე განახლდება.

ვუინოვიჩმა განმარტა, რომ ჯანმოს რეკომენდაციები მასშტაბური ღონისძიებების შეზღუდვაზე კვლავ ძალაში რჩება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში COVID-19-ით 29 610 470 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 935 838 და განიკურნა 20 102 431 კაცი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.