თბილისში უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი ერთი პირის დაკავებით დასრულდა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ

დღეს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, პირველი რუხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.