გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიისპირეთის მოქალაქეები საქართველოში კარანტინს არ გაივლიან
© Sputnik
„საქართველოს ნაცვალგების პრინციპით საზღვრები აქვს გახსნილი ორმხრივად საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის. 15 სექტემბრიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები და გრძელვადიანი ბინადრობის მქონე პირები ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას შეძლებენ კარანტინის გარეშე, თუ ისინი წარმოადგენენ 72 საათიანი ვალიდურიბის მქონე PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს“, – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ქვეყანაში გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის შემოსვლისთვის სავალდებულოა მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.