ყვითელი ამბები

ირაკლი მაქაცარია მშობლებთან ერთად ირუჯება – როგორ გამოიყურებიან ტელესახის დედ-მამა?

ბიზნესმენმა მშობლებთან ერთად დასვენება გადაწყვიტა. პანდემიის გამო ირაკლი უკრაინაში ვერ მიემგზავრება, ამიტომ ამ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. საერთო ფოტო და დაუვიწყარი მომენტები – როგორ გამოიყურებიან სიმპათიური ტელესახის მშობლები და ვის უფრო ჰგავს „მაქაცა“?
Sputnik

ირაკლი მაქაცარიასთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტპაზე ოჯახი პირველი ადგილზეა. ცნობილ ტელეწამყვანს და ჰყავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა. ირაკლი პატარა ანგელოზთან ერთად სურათებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა სახის გამოჩენას დის თანხმობის გარეშე ვერ რისკავს. როგორც ჩანს, ტელესახე ოჯახის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემითაა აღჭურვილი. მათი საერთო სურათები ირაკლის გადატვირთული გრაფიკის გამო არც ისე ხშირად ქვეყნდება. თუმცა, კორონავირუსის გამო არსებულმა შეზღუდვებმა მოქალაქეებს ბევრი თავისუფალი დრო დაუტოვა. მათ შორის აღმოჩნდა ირაკლი მაქაცარია. ინტენსიური და დაგეგმილი გადაღებები გადაიდო, ირაკლიმ კი დროის ნაყოფიერი გატარება მშობლებთან ერთად გადაწყვიტა.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებლებმა თოქ-შოუ "პრაიმშოუს" წამყვანის ამპლუით გაიცნო. თვითიზოლირებული ვარსკვლავი მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საყვარელ მხარეს ეწვია. მანამ, სანამ „პრაიმშოუს“ გადაღებები დაიწყებოდა, მაქაცარიამ დრო იხელთა და სხეულს შოკოლადისფერი რუჯი დაატყო. ვნებიანმა ტელეწამყვანმა დასვენება ბათუმში გადაწყვიტა, სადაც ბავშვობის დაუვიწყარი წლები გაატარა. ირაკლი მაქაცარია გულგრილს არავის ტოვებს.

33 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.

პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.