ყვითელი ამბები

„დაჯდეს სახლში, ვისი იმუნიტეტიც სუსტია, გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!“ – ინდირა ჯგერნაია

მომღერალი ინდირა ჯგერენაია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხალხს მიმართავს.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მომღერალი ინდირა ჯგერნაია აღშფოთებულია და სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით წერს.

მომღერლის თქმით, კორონავირუსის არსებობის სჯერა, თუმცა ხელისუფლების მიერ გატარებულ პრევენციული ზომები ზედმეტად ეჩვენება და ამის მაგალითად შვედეთი მოჰყავს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა არ მიიღო და არანაირ აკრძალვებს არ მიმართა.

„კარგა ხანს ვიყავი ჩუმად „კოვიდ19“-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი, რომ არსებობს, დაუდასტურდა რამოდენიმე ჩემს ნაცნობს, მაგრამ რაა მერე? ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრ ხალათიანებით რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ რო დაამუშაონ საწყალი ხალხი”, – წერს მომღერალი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.