მსოფლიო დღეს

ობამამ პრემია არაფერში მიიღო: ტრამპი დემოკრატ წინამორბედს აკრიტიკებს

ბარაკ ობამამ ნობელის მშვიდობის პრემია გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით 10 თვის თავზე მიიღო შემდეგი ფორმულირებით: „საერთაშორისო დიპლომატიის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის“.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ მისმა წინამორბედმა, დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნობელის მშვიდობის პრემია დაუმსახურებლად მიიღო. 

დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი

აღნიშნულის თაობაზე ტრამპმა ნევადაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„გახსოვთ ჩვენი დიდი პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა — [პრემია] მან [თანამდებობაზე მოსვლისთანავე] მიიღო. მას ჰკითხეს, რატომ გადმოგეცათ პრემიაო, მაგრამ ამის განმარტება ვერ შეძლო, გახსოვთ?.. ობამამ ის არაფერში მიიღო“, — თქვა პრეზიდენტმა.

ამასთან ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ თავად ის ბოლო დღეებში ორჯერ წარადგინეს მშვიდობის პრემიაზე არაბეთ–ისრაელისა და სერბეთ–კოსოვოს კონფლიქტების დარეგულირებაში გაწეული ძალისხმევისთვის.

„მაგრამ ფეიკურ მედიასაშუალებებს ამაზე არაფერი გამოუცხადებიათ“, — განმარტა პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამამ ნობელის მშვიდობის პრემია გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით 10 თვის თავზე მიიღო შემდეგი ფორმულირებით: „საერთაშორისო დიპლომატიის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის“.