შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, ვირუსი ფართოდაა გაშლილი
© Sputnik
„აჭარაში კლასტერული ხედვა უკვე აღარ არის, რადგან შემთხვევები ფართო საზოგადოებაშია გაშლილი. ახალ ინფიცირებულთა რიცხვში არიან როგორც სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ისე არასრულწლოვნები, აგრეთვე პოლიციელები და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ პერიოდში რეგიონში კორონავირუსზე 2 530 კვლევა ჩატარდა“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ვირუსის შიდა გავრცელება კონტროლირებადია და ჯერჯერობით რეგიონის ჩაკეტვის საკითხი არ განიხილება.