ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულების მიღება კიდევ ერთმა კლინიკამ დაიწყო

COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის კლინიკა „ბომონდში“ ცალკე კორპუსი გამოიყო სპეციფიკური ინფრასტრუქტურით.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კლინიკა „ბომონდი“ ჩაერთო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კლინიკამ გვიან ღამით პირველი ინფიცირებულები – 11 პაციენტი მიიღო. აქედან შვიდი ბავშვია და კიდევ ერთი – ორსული.

კორონავირუსის მორიგი მცირეწლოვანი სამიზნე დღეს აფხაზეთიდან გადმოიყვანეს>>

ახალი ინფიცირებული პაციენტებიდან 10 ქუთაისის მცხოვრებია, ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„ბომონდში“ გამოყოფილია ერთი კორპუსი, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის სპეციფიკური სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით არის აღჭურვილი. კლინიკის ამ კორპუსში სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი მუშაობს.

კლინიკის დანარჩენ ნაწილში პაციენტები გეგმურ ან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

ბოლოდ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი, გარდაცვლილია 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.