თურქეთში ქართველმა მამაკაცმა თავისი ცოლი მოკლა

შემთხვევის დეტალები უცნობია. მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა. ქალი სენაკის მცხოვრები იყო.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თურქეთში ქართველმა მამაკაცმა თავისი 33 წლის ცოლი მოკლა, იუწყება „გურია NEWS“.

მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა. ცნობილია, რომ მოკლულს, რომელიც სენაკის მკვიდრი იყო, ორი შვილი დარჩა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.