ყვითელი ამბები

„მესამე ტესტსაც ჩავიტარებ“ – მაია ასათიანის ვიდეო, როგორ აპირებს კარანტინის გატარებას

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც იმაზე საუბრობს, როგორ აპირებს კარანტინის გატარებას.
Sputnik

მას შემდეგ, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში კორონავირუსი „კურიერის“ წამყვანს თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა, ტესტი ყველა თანამშრომელმა ჩაიტარა, თუმცა 400-ვე თანამშრომლის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

უარყოფითი იყო ტელეშოუ „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ტესტის პასუხიც, თუმცა მანამდე ასათიანს სიცხე ჰქონდა და ამიტომ – ეჭვი სავარაუდო ვირუსზე.

ტელეწამყვანმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ ვიდეოები გაუზიარა, თუ როგორ აპირებდა კარანტინის გატარებას, სადაც ჩანს, რომ ქალს მომარაგებული აქვს წიგნები და ირგვლივ შემოკრებილი სამივე ძაღლი, რომლებიც პატრონის სახლში ყოფნით ძალიან გახარებული არიან.

ტელეწამყვანი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ მესამე ტესტის გაკეთებასაც აპირებს სამშაბათს, ამის შემდეგ კი მშვიდად გააგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას.