ყვითელი ამბები

„სატირალია ამათ რომ ვერ ჩაიხუტებ“ – გვანცა დარასელიას ემოციური შეხვედრა შვილებთან – ვიდეო

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ მეგობარს, ასევე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ემოციური ვიდეო გამოუქვეყნა.
Sputnik

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსზე ტესტირება ყველა თანამშრომელმა ჩაიტარა. „რუსთავი 2“-ზე „სხვა შუადღის“ სამმა წამყვანმა – თიკა ფაცაციამ, გვანცა დარასელიამ და არჩილ სოლოღაშვილმა ტესტის პასუხის გაგებამდე თვითიზოლაცია ერთად გადაწყვიტეს.

მას შემდეგ კი, რაც ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, თიკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გვანცა მონატრებულ შვილებს ხვდება.

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს – უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყნად ვახოს დაბადების დღეზე მოავლინა. უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან.