დაპირისპირება ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში: ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

ოპოზიციის განცხადებით, საოლქო კომისიას კომისიის წევრები წინასწარ ჰყავდა შერჩეული, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის პროცესი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიხსნება

სხდომა დაატოვებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრ დავით მჟავანაძეს, ხოლო მანამდე სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, საოლქო კომისიას კომისიის წევრები წინასწარ ჰყავდა შერჩეული, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წევრები.

სხდომაზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ ვითარების განსამუხტად აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.