ყვითელი ამბები

„მამაჩემი ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ...“–ბერა ივანიშვილის უცნობი ინტერვიუ

მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, გამონაკლისი არც საქართველოა.
Sputnik

ამოს ბარშარდი ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორია, რომელიც საქართველოს იანვარში სტუმრობდა და ამერიკული გამოცემა WIRED-სთვის ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სათაურში ვკითხულობთ: „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. „მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“, – აღნიშნა ბერამ გამოცემასთან საუბარში.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცნობილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები. ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ის ამჟამად დაახლოებით 26 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.