ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეს განაახლებს

ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 7 სექტემბერს კორონავირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს, მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სრულად განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული ყველა პრევენციული ზომა. 

აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება.

კერძოდ, მომხმარებელი მომსახურების სივრცეში თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული. კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მიმღებ მხარეს.

„წინასწარი დაჯავშნის გარეშე მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 7 სექტემბერს კორონავირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. მოხდა შენობის სრული დეზინფექცია, PСR–ტესტი ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს. 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი სამი შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

დღეიდან სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო.