ბათუმის გეზ-ში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის „გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმის პორტის“ მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.