COVID-19 - ბოლო ცნობები

შემოდგომაზე ევროპაში COVID-19-ით სიკვდილიანობა მოიმატებს: ჯანმოს პროგნოზი

წინა ანტირეკორდი 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 306 857 კაცი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შემოდგომაზე ევროპაში COVID-19-ით სიკვდილიანობა მოიმატებს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ.

„ვითარება გართულდება. ოქტომბერ–ნოემბერში უფრო მაღალი სიკვდილიანობის მოწმეები ვიქნებით“, — ციტირებს გამოცემა AFP კლიუგეს სიტყვებს საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

​მანამდე ჯანმომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ერთ დღე-ღამეში 308 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების მომენტიდან.

წინა ანტირეკორდი 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ 306 857 კაცი შეადგინა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება 28 996 407 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 922 737 და განიკურნა 19 547 423 პაციენტი.