ბედის ირონია: ზუგდიდში ერთ-ერთი მეხანძრის სახლი დაიწვა

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალებულ ოჯახს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდნენ.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში ჩარგაზიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარი სახლი მეხანძრე გოგიტა თოდუას ეკუთვნის.

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალებულ ოჯახს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდნენ.  

ხანძრის მიზეზებს სპეციალისტები დაადგენენ.