კორონავირუსის მორიგი მცირეწლოვანი სამიზნე დღეს აფხაზეთიდან გადმოიყვანეს

სამეგრელოში დადასტურებული რვა შემთხვევიდან ერთ-ერთია ცხრა თვის ბავშვი, რომელიც მშობლებთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 7 სექტემბერს გადმოვიდა
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი 9 თვის ბავშვია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად“ - ამირან გამყრელიძის ანალიზი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით,  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 357 ნიმუში გაიტესტა, მათგან 8 დადებითი აღმოჩნდა.

რვა კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად 7 სექტემბერს ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმის მერე იმყოფებოდნენ ანაკლია-განმუხური საკარანტინე სივრცეში. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ 7 კოვიდინფიცირებულს, ისინი ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი მათი კონტაქტებია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 65 კოვიდინფოცირებული გადის მკურნალობას.
ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პირველი შემთხვევა კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ნიკა ლატარია