ოჯახური ტირანებისთვის ელექტრონული სამაჯურები მოქმედებაშია: ვინ იყო პირველი

პირველ კანონდამრღვევს სამაჯური უკვე დაუმაგრეს და ახლი ყველა მისი გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. პირველი ოჯახური ტირანი, რომელსაც მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, გახდა 35 წლის მამაკაცი, რომელმაც თავის მეუღლეს სცემა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

ელექტრონული სამაჯურების გამოყენება შემაკავებელი ორდერის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოში 1 სექტემბერს ამოქმედდა.

შსს-ს მონაცემებით, პირველმა ასეთი სამაჯური „მოირგო“ მარნეულის მკვიდრმა, რომელიც ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა თავის მეუღლეს, შემდეგ კი მას მოკვლით დაემუქრა.

ოჯახური ძალადობისა და მუქარის საქმის გამოძიების ფარგლებში მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ფეხზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.

ახლა ყველა მისი გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. თუ ის სამაჯურის მოშორებას შეეცდება, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკვე ახალი მუხლით დაემუქრება.