ყვითელი ამბები

ნახეთ რა სიმპათიური შეყვარებული ჰყავს ეკა ხოფერიას ქალიშვილს: წყვილი გრძნობებს აღარ მალავს

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა
Sputnik

ცნობილი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას შვილი ანანო ლევიძე შეყვარებულია. გოგონა გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად აქვეყნებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მისი Instagram-ის გვერდიდან თუ ვიმსჯელებთ, წყვილი ამჟამად ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში იმყოფება. როგორც ჩანს, ახალ წელს ერთდ შეხვდნენ, რადგან ანანომ მათ საერთო ფოტოზე რომანტიული მინაწერი „უფრო უკეთესი დასაწყისი შეუძლებელი იყო“ დააწერა.

ცნობილ ქართველ ჟურნალისტს ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. ანანო ლევიძე ეკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. როგორც თავად სხვადასხვა ინტერვიუში იხსენებს, ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

ანანოს გარდა მიშას და ეკას ორი ვაჟი შეეძინათ. ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო ლევიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ანანო სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ თანატოლებს შორის პოპულარულია. სტუდენტი გოგონა სამოქალაქო პასუხისმგებლობას გრძნობს და დედასთან ერთად სხვადასხვა აქციებს, პერფორმანსებს ხშირად ესწრება.