თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.  ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ინფექცია დაუდასტურდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 აქვს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას.

„დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა კი ცუდად ვარ“, - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.