საზღვარგარეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელებას მხოლოდ 22 სტუდენტი შეძლებს

გამოცდა საქართველოში გადმოსვლაზე 131-მა სტუდენტმა ჩააბარა. აქედან ბარიერი წარმატებით გადალახა 22-მა და საქართველოში გადმოსვლის უფლება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის 22-მა სტუდენტმა მიიღო, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტრო.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების ტესტირების პასუხები 11 სექტემბერს გახდა ცნობილი – შედეგები გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.naec.ge.

უცხოელმა სტუდენტებმა კარანტინის ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ

გამოცდაზე 131 სტუდენტი გავიდა. აქედან ბარიერი მხოლოდ 22-მა გადალახა.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.

გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მათ სულ ცოტა 23 ქულა უნდა მიეღოთ.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება.