ყვითელი ამბები

„მშურს შენი...“ – ნუცა ბუზალაძის ცნობილ კაცთან გამოქვეყნებულმა ფოტომ სოცქსელი აალაპარაკა

ნუცა ბუზალაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
Sputnik

ცნობილი ქართველი მომღერალი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენის ცერემონიიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს. ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს. „მშურს შენი“, „საუკეთესო ადამიანი“, „ძალიან საყვარელი ფოტოა“ – უწერენ ნუცას.

რამდენიმე თვის წინ ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული მომღერლების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოეს.

მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა. თუმცა მალევე ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოეფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილია.

აღსანიშნავია, რომ ნუცამ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში, ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველა დაამშვიდა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა. ამის შემდეგ ვნებათაღელვა დაცხრა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ნუცას ფანები, ტენდენციას აჰყვნენ და ვარჯიში დაიწყეს. თამამი გოგონა ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახული მიზნისკენ შემართებით მიიწევს.