ყვითელი ამბები

„როცა ქუჩაში ყოფილი შეყვარებული გხვდება...“ – ნინი ბადურაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. საზოგადოება ბადურაშვილებისა და კახიანების ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობს.
Sputnik

ყველამ კარგად იცის ნინის შესაძლებლობებისა და ნიჭის შესახებ, რომელსაც მომღერალი ყოველი ახალი სიმღერით ამტკიცებს. ცოტამ თუ იცის, რომ შესანიშნავი მუსიკოსი პროფესიით მსახიობია. სწორედ ამიტომ მისთვის არც ისე რთულია რეიტინგული გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანობა.

ეკრანული და ბევრისთვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე გამოიყურება, არამედ ყოველდღიურობაშიც. ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა, მის ირგვლივ კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. ბადურაშვილი ბიზნესმენ მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება არ წყდება.

ნინის თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს მისი მეორედ დაოჯახება ძალიან სურთ, მაგრამ მომღერალი მეორედ გათხოვებისგან თავს იკავებს. საკმარისია შემსრულებელმა სოციალურ ქსელში მეგობარ მამაკაცთან ერთად ერთი უწყინარი ფოტო გამოაქვეყნოს და მაშინვე ხმაური იწყება. ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ელენე უკვე 7 წლისაა.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი დიზაინერი ზალიკო ბერგერი საუბრობს იმაზე, რატომ უნდა უთხრას ვინმეს გამარჯობა. ვიდეოს წარწერად ახლავს „როცა შენი ყოფილი შეყვარებული გხვდება ქუჩაში“.