ყვითელი ამბები

ნეკა დოროყაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე და საჩუქრების ზღვა – ვიდეო

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში გააქტიურდა. ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე იუბილარია. ნახეთ როგორი დაბადების დღე გადაიხადა ქალმა.
Sputnik

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი იუბილარია. 29-ე დაბადების დღე ფოტომოდელმა გრანდიოზულად, წვეულებით და უამრავი სტუმრით აუზიან სახლში აღნიშნა. როგორც ნეკას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, ქალმა უამრავი საჩუქარი მიიღო.

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, ცხრასაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა. თავად სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.