COVID-19-ის სამკურნალოდ: ჩინეთმა რუსული პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა

მეცნიერებმა მათ მიერ შექმნილი რუსული პრეპარატი კოლეგებს ჩინეთში გამოსაკვლევად ჯერ კიდევ თებერვალში გადაუგზავნეს.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ რუსეთში შექმნილი პრეპარატი „ტრიაზავირინი“, კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, ეფექტურია კორონავისრუსთან ბრძოლაში, იუწყება РИА Новости რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ვალერი ჩარუშინზე დაყრდნობით.

ბრაზილიის შტატი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატი რუსმა მეცნიერებმა ჩინეთში გამოსაცდელად ჯერ კიდევ თებერვალში გაგზავნეს ჩინეთის გენერალური საკონსულოს თხოვნით.

„ტრიაზავირინს“ დადებითი ეფექტი აქვს COVID-19-თან ბრძოლაში. ის ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, ასუსტებს ბევრ სიმპტომს. ასეთი ინფორმაცია ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტ იან ბაოფენისგან მივიღეთ. პასუხი ჯერჯერობით არაოფიციალურია, ვინაიდან კვლევები ჯერ არ დასრულებულა. შედეგი შუალედურია, საჭიროებს შემდგომ განვითარებას, თუმცა მთლიანობაში არსებობს პოზიტიური ეფექტი“, — აცხადებს ჩარუშინი.

მისი თქმით, ჩინეთში დამტკიცებულია კლინიკური კვლევის პროტოკოლი, რომლის თანახმად, პროვინცია ჰეილუნცზიანის ათ ჰოსპიტალში ორმაგად ბრმა რანდემიზირებული კვლევები ხორციელდება — საკონტროლო ჯგუფსა და ასევე იმ პაციენტებზე, რომლებმაც არ იციან, რა პრეპარატს იღებენ. კვლევა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხით ინფიცირებულებზე ტარდება. აღინიშნება, რომ კვლევაში 245 პაციენტი მონაწილეობს.