ყვითელი ამბები

„გინდ კორონა დამემართოს და გინდ შიმშილით ამოგვხდეს სული“ – ჯამბურია განცხადებას ავრცელებს

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ნახეთ რამ შეაშფოთა მომღერალი და რაზე წუხს ის.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მომღერალი თიკა ჯამბურია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ შეზღუდვებს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში კოლეგებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

მომღერლის თქმით, მთავრობა არ ფიქრობს ხელოვანებზე, რომლებიც მხოლოდ კონცერტებიდან მიღებული ჰონორარებით ცხოვრობენ, კონცერტები კი პანდემიის გამო გაუქმდა.

„არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს? ხოდა მართლა ჩვენი სამსახური და შემოსავლის წყარო ეგ არის და მოდი, შევიკრობოთ და მაშინ რაღაცა მოვიფიქროთ... ერთი „გესჰაუსი“ მაქვს და უკვე თებერვლიდან ჩარაზულია და კაცის შვილი არ მყავს სტუმარი და მეორე ჩემი შემოსავალი სიმღერააა და ამასაც კრძალავენ და გინდ კორონა დამემართოს და გინდ შიმშილით ამოგვხდეს სული“, – წერს თიკა ჯამბურია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 57-ით გაიზარდა და 1830-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

 

დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში ეს შეზღუდვები აქამდეც არსებობდა. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.