შემთხვევა თუ დაგეგმილი აქტი? საბერძნეთის კუნძულზე მიგრანტების ყველაზე დიდი ბანაკი დაიწვა

Sputnik

ბანაკში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმაზე ოთხჯერ მეტია, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი.

ხანძარი მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირების 35 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ბანაკში უკვე ერთი კვირაა კარანტინი მოქმედებს.

აალების მიზეზი უცნობია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დამნაშავეები თავად მიგრანტები არიან, ზოგს კი ეჭვი ადგილობრივ მოსახლეობაზე აქვს.

1 / 11
კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკი მორია სრულად დაიწვა
2 / 11
ხანძარი მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც  კორონავირუსით დაინფიცირების 35 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი
3 / 11
ბანაკში უკვე ერთი კვირაა მოქმედებს კარანტინი
4 / 11
ხანძარს ებრძოდა 25 მეხანძრე და 10 სახანძრო ავტომობილი პოლიციის დახმარებით
5 / 11
ზოგიერთი ბანაკიდან გვიან ღამით გაღწევას და მთებისკენ გაქცევას ცდილობდა, რათა თავი აერიდებინა COVID-19-ის საშიშროებისათვის
6 / 11
პოლიცია არკვევს, თუ რამ გამოიწვია აალება
7 / 11
ერთ-ერთი ვერსიით, ბანაკი თავად მიგრანტებმა დაწვეს
8 / 11
მეორე მოსაზრების თანახმად, ბანაკში ხანძრის გაჩენა შეეძლოთ ადგილობრივებსაც, რომლებიც მიგრანტებთან მეზობლობით უკმაყოფილოები არიან
9 / 11
მიგრანტებს დროებით ბანაკის ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცათ
10 / 11
თუმცა პოლიციამ ყველა გზა გადაკეტა, რათა ისინი რეგიონის სხვა ქალაქებში არ წავიდნენ
11 / 11
მორიას ბანაკში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, არცერთი მათგანი არ დაშავებულა