„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

პრეზენტაცია, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ესწრება, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყო. 
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

„საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. „ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს, ადამიანს, რომელმაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილი: „ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე“

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარმოადგინა. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

პრეზენტაცია, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ესწრება, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყო. 

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.