ნუცუბიძის პლატოზე ავტომობილი დაიწვა

საბედნიეროდ, მძღოლმა ავტომობილის გაჩერება და აალებული მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მოხდა.

ცეცხლი „მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს მოძრაობისას გაუჩნდა. საბედნიეროდ, მძღოლმა ავტომობილის გაჩერება და აალებული მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

რა გახდა ავტომანაქანის დაწვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მანქანას ცეცხლი გაუმართაობის გამო გაუჩნდა.