ყვითელი ამბები

ნოე, ჯანეტი და პატარა ანა – ოჯახის თვალწარმტაცი უახლესი ფოტო – როგორ გამოიყურება გოგონა?

„მორჩა, ზაფხულიც აღარ არის“ – წერს ნოე სულაბერიძე და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ როგორ გამოიყურება უსაყვარლესი ანა სულაბერიძე.
Sputnik

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა. ფოტომ ათასობით მოწონება და უამრავი კომენტარი უკვე დაიმსახურა. მშობლებმა კი სოციალური ქსელის „ფოლოვერებსა“ და მეგობრებს გამოკითხვა მოუწყვეს – ვის ჰგავს: დედას თუ მამას?

ნოე სულაბერიძეს, პანდემიის მიუხედავად, კვლავინდებურად დაძაბული გრაფიკი აქვს. ახალი სცენარი, გადაცემების იდეები და თემები პროდიუსერის კურირების თემაა. თოქ-შოუ „პრაიმშოუს“ პოპულარული ავტორი და ხელმძღვანელი ოჯახსაც უთმობს დროს. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჯანეტთან და ანასთან ერთად გადაღებულმა მორიგმა სურათმა, რომელზეც ოჯახი ზაფხულს ემშვიდობება. „მორჩა, ზაფხულიც აღარ არის“ – აღნიშნავს ნოე. უთბილეს ფოტოზე ნოე, მისი მოდელი მეუღლე და პატარა ანა არიან აღბეჭდილი.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ყველასათვის ცნობილმა წყვილმა ქალიშვილის გაქრისტიანების შემდეგ მისი სახის გამოჩენა გადაწყვიტა. ნოემ და ჯანეტმა უსაყვარლესი გოგონას ნათლობის შეუდარებელი ფოტოსურათები Instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე განათავსეს. სულ რამდენიმე საათში ანა სულაბერიძე ცნობილი მშობლებივით „გავარსკვლავდა“. გოგონამ მთელი სოციალური სივრცე მოიცვა, რამაც ნოესა და ჯანეტის ოფიციალურ გვერდზე ნახვების რაოდენობა მაღალ ნიშნულამდე აიყვანა. უფრო ხშირად მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს 3 ათასზე მეტი მოწონება აქვს ხოლმე, მაგრამ პატარა ანა სულაბერიძის ფოტომ 18 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ახლა ყველა გოგონას ციცქნა სახის ნაკვთებსა და ცისფერ თვალებს განიხილავს. 8 თვის ანამ მშობლების სილამაზე დაჩრდილა. პატარა ფერიას ჯანეტის ძმას ჯეკო ქერდიყოშვილს ამსგავსებენ. თავად შეადარეთ – ვის ჰგავს გაქრისტიანებული გოგონა?